ჩვენს შესახებ
ჩვენ გთავაზობთ სანდო, თანამედროვე და მაღალი ხარისხის დამტენებს, რომლებიც სრულად არის მორგებული როგორც საცხოვრებელ, ასევე ბიზნეს და კომერციულ საჭიროებებზე.
კერძო მომხმარებლებისთვის
გინდათ მარტივი და უსაფრთხო დამუხტვა სახლში? ჩვენ დაგეხმარებით სწორი დამტენის შერჩევაში და უზრუნველვყოფთ მის პროფესიონალურ მონტაჟს როგორც კერძო სახლებში, ასევე კორპუსის ბინებში, სწრაფად და უპრობლემოდ.
ბიზნესისთვის
გსურთ თქვენი სივრცე აღჭურვოთ სწრაფი დამტენებით? ჩვენ შეგირჩევთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ გადაწყვეტას, სრულად დავამონტაჟებთ სისტემას და გაგიწევთ კონსულტაციას ენერგომომწოდებელ კომპანიებთან. ასევე დაგეხმარებით აპლიკაციებში ჩართვასა და სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში.
ხარისხი
მხოლოდ სანდო, სერტიფიცირებული და მსოფლიოში აღიარებული ბრენდების დამტენები, მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის.
გარანტია
• სრული 2 წლიანი გარანტია ყველა პროდუქტზე • ოპერატიული ტექნიკური მხარდაჭერა, სწრაფი დამტენების პრობლემების აღმოფხვრა 12-36 საათში
მიწოდება & მონტაჟი
ოპერატიული მიწოდება და პროფესიონალური მონტაჟი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხო და გამართულ მუშაობას.
მხარდაჭერა
მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია და მუდმივი მხარდაჭერა ჩვენი სპეციალისტებისგან ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე.
ჩვენი მისია
ელექტრო მობილობის ხელმისაწვდომობა ყველასთვის საქართველოში. ჩვენ ვაშენებთ მომავალს, სადაც ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების დატენვა ისეთივე მარტივია, როგორც ტელეფონის.